დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თბილისში, ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ, თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიძრნენ და პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ. პარტიის ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნების შესრულებას არ დაიწყებს, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება და მას მასშტაბური სახე მიეცემა. მათივე თქმით, თუკი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოშიმიშლეებს პარტიის ლიდერებიც შეუერთდებიან.
„ხელისუფლებას 22 ოქტომბრამდე აქვს დრო, გამოეხმაუროს მოშიმშილეებს და აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებს,“ - აცხადებს ირმა ინაშვილმა.
ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.
პარალელურად, პარლამენტის შენობასთან მოშიმშილეები კვლავ რჩებიან.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების განცხადებით, აქცია იგეგმება ბათუმში 15 ოქტომებერს, ხოლო 22-ში კი ისევ თბილისში.
მასალის გამოყენების პირობები






