ქარვასლაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 18:33, 01 Oct, 2017     952

თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

„დღეს არის გამარჯვების დღე- პირველი ოქტომბერი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა გაიმარჯვეს. დღეს ჩვენ ისევ ერთად ვართ და ერთად ვამბობთ, რომ ადამიანის ღირსებაზე, მის ბედნიერებაზე გადისგამარჯვება, სახელმწიფოს პერსპექტივა და ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით,ვიდეორგოლი, რომელიც საარჩევნოდ მომზადდა,სწორედ ადამიანზე საუბრობს; საუბრობს ქვეყანაზე, რომელიც ლამაზი ადამიანებისგან შედგება და ესიმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტული პარტიის საარჩევნო კლიპი.

„სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთესხვალინდელ დღეს. როდესაც ამ ვიდეორგოლს ნახავთ, შეუძლებელია არ აივსოთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, შეუძლებელია არ იგრძნო მისი მაჯისცემა, გულისცემა და არ მოგინდეს, კიდევ უფრო მეტი გააკეთო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველო - მისი ყველა კუთხე არის ქვეყნის სიმდიდრე და სილამაზე. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ყველა ერთად შეძლებს ისეთილამაზი ქვეყნის აშენებას, რომელიციქნება პროგრესული და განვითარებული, ექნება თანამედრობე განათლება, წელშიგამართული სოფლები და რაც ყველაზე მთავარია,სიყვარულით იქნება გაერთიანებული. „ადამიანობის გამარჯვების დღეს გილოცავთ; მჯერა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის, რომელიც არის სიყვარულზე დაფუძნებული და სიყვარულით გაერთიანებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა კახა კალაძემაც და მათ მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი კეთილდღეობა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ხედვა და მიდგომა განპირობებულია იმ მიმართულებით, რომ დედაქალაქი უფრო ლამაზი, უფრო კეთილმოწყობილი და განვითარებული იყოს“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი კომპანია „აის ბრეიქერმა“ მოამზადა. კლიპის რეჟისორებიგიორგი ებრალიძე და ჯაბა მელქაძე არიან,პროდიუსერი - ელენე კოლელიშვილი, არანჟირება კი გიორგი ასანიშვილს ეკუთვნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42