საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრალდებებს პასუხობს. მისი განცხადებით, მინისტრს არ აქვს სრული წარმოდგენა სახალხო დამცველის მანდატზე.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა უჩა ნანუაშვილი დაკავებულ სერგო მამასახლისის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებულ ძალადობაზე გაკეთებულ განცხადების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას არ სურს, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, კრიმინალების გამპრავებელ კანტორად გადაიქცეს.
„ბატონ მინისტრს არ აქვს სრული წარმოდგენა სახალხო დამცველის მანდატზე, ზოგადად ადამიანის უფლებებზე. ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგანაც სახალხო დამცველი სწორედ მანდატის შესაბამისად იქცეოდა, როდესაც მინისტრი ჟარგონებით საუბრობს ვფიქრობ, ეს არის ძალიან სამწუხარო და ამით რეალურად იმ სისტემური პრობლემების, რომელიც სისტემაში არსებობს ზოგადად, უბრალოდ გადაფარვაა ამ განცხადების მიზანი, ვიდრე ის, რომ რეალურად მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






