ენმ "Progress ბანკის" "TBC ბანკისთვის" მიყიდვის თაობაზე არსებულ ახალ საეჭვო გარემოებებზე საუბროს
პოლიტიკა - 13:02, 01 Oct, 2017     1555

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ოთარ სირაძის განცხადებით კალაძე-ივანიშვილის საკუთრებაში არსებული პროგრეს ბანკის, მეტად საეჭვო გარემოებაში თიბისი ბანკზე მიყიდვასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა.

‘’წარმოგიდგენთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ბრძანებას, ფედერალური დეპოზიტური ბანკის (ფდბ ბანკი) ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება. შეგახსენებთ, რომ ფდბ ბანკი ილია გავრილოვის საკუთრებას წარმოადგენს, რომელიც პროგრეს ბანკში კალაძე-ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი იყო და 78%-ს ფლობდა, პანამაში რეგისტრირებული ოფშორული ფირმით PINTEX GROUP CORPORATION-ი, სანამ თიბისი ბანკმა არ შეიძინა.

როდესაც რესპუბლიკა ბანკმა საქართველოს ბაზრის დატოვება გადაწყვიტა, როგორც საბანკო და მედია წრეებში იყო ცნობილი, არსებობდა წინასწარი შეთანხმება, რომ მსხვილ ჩინურ კერძო კონგლომერატს ჰუალინგ ჯგუფს უნდა შეეძინა, რომელიც საქართველოში ბაზის ბანკს უკვე ფლობდა. ივანიშვილმა და კალაძემ გარიგება ჩაშალეს. ბაზის ბანკი აიძულეს, რომ რესპუბლიკა ბანკთან ერთად კრიმინალური ისტორიით დამძიმებული პროგრეს ბანკი ეყიდათ, რაზეც ჰუალინგ ჯგუფმა უარი განაცხადა. ამ დროს მხსნელად თიბისი ბანკი მოევლინათ და რესპუბლიკა ბანკთან ერთად პანამის ოფშორში კრიმინალ გავრილოვის მიერ დაფუძნებული ბანკი შეიძინეს.

შეგახსენებთ, რომ კალაძე-ივანიშვილ-გავრილოვის პროგრეს ბანკის მოშორების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ფულის გათეთრების ფაქტზე ილია გავრილოვის მიმართ რუსეთში გამოძიება დაიწყო და ახლა იმალება, რაშიც ჩვენი ვარაუდით ასევე პროგრეს ბანკიც ჩართული იყო. დიდი ალბათობით გამოძიების კვალი მივიდოდა კალაძე-ივანიშვილთანაც, ამიტომ ამ ბანკის მოშორება გამოსავალი იყო, რომ მომხდარიყო წარსულში ჩადენილი დანაშაულებების კვალის გაქრობა.

აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ეროვნული ბანკისგან ამ საქმის დაუყონებლივ შესწავლას, ხოლო პროკურატურისგან სასწრაფოდ გამოძიებას. დაიკითხონ, რესპუბლიკა და თიბისი ბანკის წარმომადგენლები’’ - განაცხადა ოთარ სირაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42