გიორგი გახარია ქართული პროდუქციის სამეწარმეო მარკეტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
პოლიტიკა - 17:24, 30 Sep, 2017     987
თბილისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო. მინისტრმა მოადგილეებთან და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მარიანა მორგოშიასთან ერთად ქართული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. ღონისძიებაზე თბილისის მერი დავით ნარმანიაც იმყოფებოდა.

ძველ თბილისში, „მეიდანზე“ გამართულ ორდღიან გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქცია - სუვენირები, სამოსები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და ა.შ ღონისძიების ფარგლებში ასევე იმართება სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის კუთხით კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო კონცენტრირებულად ვეხმარებით ახალ, დამწყებ ბიზნესებს სხვადასხვა ინსტრუმენტებით, მათ შორის არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაპ საქართველო“ და ა.შ. ამ პროექტებმა გარკვეული პროდუქტი უკვე შექმნეს და ჩვენ ახლა ვეხმარებით იმაში, რომ ეს პროდუქტი მივიდეს მომხმარებლამდე. ძველი თბილისის ლოკაცია შეირჩა იმიტომ, რომ ძალიან გვინდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიზნობრიობა მაქსიმალურად იყოს დაკავშირებული იმ მოთხოვნებთან, რომელსაც ტურიზმი აგენერირებს“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ქართული პროდუქცია, რომელიც უნდა იყოს კარგი, ხარისხიანი და კონკურენტურიანი, საინტერესოა საქართველოში ჩამომსვლელი უამრავი ტურისტისთვის. „ვფიქრობ ეს ყველაფერი არის წარმატების საფუძველი მეწარმეებისთვის სხვადასხვა დარგში - სასტუმროს ბიზნესში, ტურიზმში, და ა.შ. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენ მივეჩვევით საკვირაო მარკეტებს, ხანდახან შემოვივლით ხოლმე და მხარს დავუჭერთ იმ წარმოებას და იმ პროდუქტს, რომელიც საქართველოში მზადდება“ - აღნიშნა მინისტრმა.

„ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო„ აწარმოე საქართველოში“ ვეხმარებით მეწარმეებს მათი პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში. შესაბამისად, ასეთი ტიპის ღონისძიებები მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, როცა ტურისტული ლოკაციაა შერჩეული. როგორც ხედავთ, ხალხის ნაკადი და დაინტერესება ძალიან დიდია“ - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

სამეწარმეო მარკეტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42