,,არც სასულიერო პირები ვინდობთ ერთმანეთს... ერთი წამით რომ ღმერთის უფლებები გვქონდეს, სასაკლაოს მოვაწყობთ“ - პეტრე კოლხი
სოც.მედია - 16:43, 30 Sep, 2017     2237
,,ქრისტიანებო", ქრისტე მტრის სიყვარულს გვასწავლიდა, ჩვენ მოყვასიც შევიძულეთ... არ დაიჯეროთ, რომ ჩვენ აფხაზები და ოსები გვიყვარს, რადგან ის გვძულს, ვისთან ერთადაც ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით...“ - სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი ფეისბუქის გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„მთელი ღამე წვიმდა... წვეთები ჩემი ოთახის მინებს დაუღალავად ასველებდა, მე ცრემლებით ბალიშს ვასველებდი...

არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთში, ილორის ეკლესიას თუ არ ჩავთვლი, სადაც ძალიან პატარა ასაკში მოვინათლე. არასდროს მინახავს ბედია, მაგრამ ენგურს გაღმა დარჩენილ გულს და ფილტვებს არაერთი ლექსი მივუძღვენი. მომავალშიც ასე იქნება. თავსაც მივუძღვნი, ყველაფერს, რაც გამაჩნია, ოღონდ შევძლო იმ ტაძრების მოლოცვა, ქართული წარწერებიც რომ ტყვეობის გამო სულს ღაფავენ...

სანამ სხვაში დავინახავთ დამნაშავეს და დამპყრობელს, დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენი სისუსტით და ერთმანეთისადმი გულგრილობით ისარგებლა იმან, ვინც საუკუნეებია გვავიწროვებს და ქრისტიანობის სახელით ვინაობას, ეროვნულ ღირებულებებს გვართმევს...

მართლა მგონია, რომ წუხელ დედაღვთისმშობელი ტიროდა. ალბათ, ზუსტად ისე განიცდიდა, როგორც გოლგოთაზე ერთადერთი შვილის ჯვარცმას... მერე რა, რომ ქრისტე ღმერთი იყო, ის მარიამის შვილი იყო და ჯვარცმა მეტად თუ არა, ნალებად არ სტკიოდა...

მერე რა, რომ აფხაზეთის ტერიტორია არსებობს, მიყვება ცხოვრების ამღვრეულ დინებას, ისიც ჯვარცმულია, ისიც მსხვერპლი გახდა... ამ ომში არც ის არის მოგებული... ეს ომი ყველამ წააგო... ყველაზე მეტად იმან, ვისაც ჰგონია, რომ გაიმარჯვა...

მე არ განვიცდი ტერიტორიის დაკარგვას, არც დიოსკურიის სანაპიროს... სადაც არ უნდა ვიყო, მაგნოლია, პალმა, ტროპიკული წვიმა და თოლია თუ შევნიშვე, ყოველთვის მჯერა, რომ აფხაზეთის სუნს ვგრძნობ, რომელიც არასდროს განმიცდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დედის სურნელი ასდის...

არც ტურისტად მინდა გადავიდე, შეიძლება გული გამისკდეს...

სანამ დედა გარდაიცვლებოდა, ხშირად იტყოდა. შეიძლება ჩემი საფლავი ლამაზად ვერ მოაპირკეთოთ, მაგრამ ბალახს ნუ გაახარებთ, გამვლელი იტყვის, უპატრონო მიცვალებულიაო...

იქ კი, საფლავები აღარ ჩანს, ჩემი სიმაღლის ბალახებმა დაფარეს ეზოები, საფლავები, გზები, ორღობეები... ყველაფერი, რაც კი მეორე მხარესთან გვაკავშირებდა... არა, მეორე არც ყოფილა, ჩვენ ყოველთვის ერთი ვიყავით... ერთი გვქონდა სამლოცველოც, სატირალიც, საფიცარიც, სანაპიროც, მზეც და ზამთარიც...

რა მოხდა?! ის, რომ გული გაგვეყინა, მოგვბეზრდა, მოგვწყინდა ერთმანეთი...

დევნილობა დაიწყო და... დაიწყო ,,ლტლვილების", ,,ჩამოთრეულების", ,,პროვინციელების", ,,გოიმების", ლანძღვა-გინება... თითქოს ვინმეს სურვილი იყო, საკუთარი სახლ-კარი გადაეწვათ, ოჯახის წევრები ჩაეხოცათ, ორსული ცოლები გაეუპატიურებინათ და ქმრები ხეზე თოკით მიებათ... ყველა დამნაშავეა, ვის გულსაც ეს უბედურება არ შეხებია...

არ გვაქვს ერთმანეთის დანდობა, არა... არც სასულიერო პირები ვინდობთ ერთმანეთს... ჩასაფრებულები ვართ. საკმარისია, ვინმეს ფეხი გადაუბრუნდეს, ქვეყნის სალაპარაკოს გავხდით... სხვის სახელს ვაკნინებთ, სხვის ცხოვრებას ლაფში ვსვრით, ოღონდ ჩვენი უკეთესი გამოჩნდეს... არც შენდობა ვიცით. მზად ვართ, შური ვიძიოთ. ერთი წამით რომ ღმერთის უფლებები გვქონდეს, სასაკლაოს მოვაწყობთ. ეკლესია გაიყო ბევრად, ამის ფონზე აფხაზეთის დაბრუნება ილუზიაა... აღარ გვიყვარს ერთმანეთი... სწორედ ამიტომ დავკარგეთ, მეტსაც დავკარგავთ... დავინახოთ, რომ წვერების მოშვება და მაჯაზე დახვეული სკვნილით სიარული, არ არის სულიერება. ,,ქრისტიანებო", ქრისტე მტრის სიყვარულს გვასწავლიდა, ჩვენ მოყვასიც შევიძულეთ... არ დაიჯეროთ, რომ ჩვენ აფხაზები და ოსები გვიყვარს, რადგან ის გვძულს, ვისთან ერთადაც ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით...

მთელი ღამე წვიმდა...

წვეთები ჩემი ოთახის მინებს დაუღალავად ასველებდა, მე ცრემლებით ბალიშს ვასველებდი...“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42