ამის შესახებ თაბორის მთაზე გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა და მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ისაუბრეს.
"საკრებულომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა და მოუნდა, რომ თავის ეზო გაიფართოვოს. ამ ადგილზე გუშინ საკრებულომ უკანონოდ ივანიშვილის და კალაძის მორჩილებით დაუშვა, რომ აშენდეს მშენებლობები და ძალიან მალე უმზადებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადასაცემად, იმიტომ რომ წაგვართავან ჩვენ თბილისელებს, ჩვენი კუთვნილი ადგილები ზუსტად ესე მან არ იკმარა 397000 კვ. მეტრი, რომელიც მან ქალაქს წაართვა ასეთივე უკანონო მორჩილებით ადგილობრივი თვითმართველობის და კიდევ ბოლომდე უნდა გაიფართოვოს ეს გზა. ეს ტერიტორია კანონოთ ჯერ არ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე ხანში უმზადებენ გადასაცემად, უკვე შემოღობილია ქვთ იმიტომ, რომ ამ გუნდისთვის, კალაძისთვის, ივანიშვილისთვის კანონი არის უბრალოდ მათი კორუფციული სურვილების შესრულების გზა და არა უზენაესი გზა.
ზუსტად ასე ქალაქის შუაგულში, პუშკინის სკვერში, გადაწყვიტა თავის სასტუმროს მოუწყოს პარკინგი და პირდაპირ წერილში მოითხოვა, რომ მას 1 ლარად ქალაქმა გადასცეს პარკინგი, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი.
„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ყველას ხვალ, 6 საათზე, პუშკინის სკვერში გავაპროტესტოთ ეს უკანონობა. გავაპროტესტოთ დამოკიდებულება ჩვენი ქალქის მიმართ, გავაპროტესტოთ დამოკიდებულება ჩვენი ქალაქის მიმართ და ვუთხრათ არა, ვინმემ ოდესმე მიიტაცოს ჩვენი ტერიტორია. რა თქმა უნდა, მთავარი პროტესტია და პასუხი კალაძის კორუმპირულობაზე მის ბიზნეს ინტერესებზე, რომელიც იბრძვის ბიზნეს ინეტრესების გატარებაზე"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






