აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებაში მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო
პოლიტიკა - 12:30, 30 Sep, 2017     1033
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, მოსახლეობისთვის პრეპარატების და ფერომონების (მოსაზიდი ხაფანგების) გადაცემის პროცესი დასავლეთ საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის იმ ნაწილმა კი, რომელსაც პრეპრატები და შესაბამისი საინფორმაციო მასალები დაურიგდა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება საკარმიდამო ნაკვეთებში და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ უკვე დაიწყო. შეწამვლითი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობიან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და მოსახლეობას პრეპარატების გამოყენების შესახებ რეკომენდაციებსაც აძლევენ. შეწამვლითი სამუშაოების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურან ჩეკურაშვილი და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებებში გაეცნენ. აღინიშნა, რომ პრეპარატების დარიგების პარალელურად გაგრძელდება მავნებლის გავრცელების მონიტორინგი და აქტიური საინფორმაციო კამპანია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს 230 ათას ლიტრ პრეპარატს და ფერომონებს (მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს) გადასცემს. სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებისთვის პრეპარატების გადაცემა და მისი მოსახლეობისთვის დარიგების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს გადასცემს. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42