„ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათს აქციას გამართავს - „ვეუბნებით არას ივანიშვილის თავგასულობას“
პოლიტიკა - 12:19, 30 Sep, 2017     1800

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათს 14:00 საათზე, თბილისის მერიასთან აქციას გამართავს. ამის შესახებ ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

“იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ მონაწილეობას ვიღებდით თვითმმართველობის არჩევნებში, გადავწყვიტეთ, რომ ბოლომდე დაგვეცვა თბილისელების ინტერესები და ეს არ არის წინასაარჩევნო რიტორიკა, ეს არის ჩვენი ცხოვრების საქმე. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვუთხრათ „ქართული ოცნებას“ და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი „პანორამა თბილისი“ ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს.

ჩვენ არ ვაპირებთ ფარ-ხმლის დაყრას არჩევნებამდე, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბუნებრივია ყველა ის უკანონო გადაწყვეტილება გაბათილდება, რომელიც თბილისის წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენი პროტესტი იქნება უფრო მრავალრიცხოვანი, უფრო ძლიერი და უფრო ხმამაღალი, ამიტომ ჩვენ დღეს ვაანონსებთ აქციას, ორშაბათს ორ საათზე თბილისის მერიასთან, ვიწვევთ ყველას, ვინც გვიჭერს მხარს, ვინც არა მხოლოდ ჩვენ გვიჭერს მხარს, არამედ უჭერს თბილისს, ჩვენს საერთო სახლს, ჩვენ ვეუბნებით არას თბილისში გამეფებულ უკანონობას და ჩვენ ვეუბნებით არას ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას. გელოდებით ყველას თბილისის მერიასთან ორშაბათს, ორ საათზე“, - განაცხადა ზაალ უდუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42