საკონსტიტუციო ცვლილებები - საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა, აღნიშნულს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
შედეგად, პრეზიდენტმა კონსულტაციებისკენ მოუწოდა როგორც ოპოზიციას, ასევე მმართველ ძალას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა უკვე შედგა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან კონსულტაციებისთვის, თუმცა, საკუთარი პირობები აქვთ. ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კი აცხადებს, რომ სავარაუდოდ პრეზიდენტთან შეხვედრა აღარ შედგება:
”როგორც იცით, ჩვენგან გამოითქვა სურვილი, რომ გვქონოდა შეხვედრა და მსჯელობა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ შედგება. ყოველ შემთხვევაში, მე შეხვედრაზე ინფორმაცია არ მაქვს”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






