სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა გამოფენაში „აგრო ბათუმი 2017“ მონაწილეობა მიიღო
პოლიტიკა - 18:31, 29 Sep, 2017     632
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენაზე „აგრო ბათუმი 2017“ ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე დაყენებული ღვინის საკოლექციო ნიმუშები, ხილი და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები შესთავაზა დამთვალიერებლებს.

გამოფენის სტუმრები მეცხოველეობისა და მემცენარეობის მიმართულებით ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ გამოცემულ გზამკვლევებსაც გაეცნენ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„აგრობათუმი 2017“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გახსნა და წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა.

აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის მიზანი აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

„აგრო ბათუმი 2017“ დღეს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. გამოფენაში მონაწილეობენ აგროსასურსათო სექტორში დასაქმებული ქართული და უცხოური კომპანიები, მათ შორის, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. საერთაშორისო გამოფენა კომპანიის „GEONET EXPO” ორგანიზებით აჭარის რეგიონში უკვე მეშვიდედ იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42