"ბაღებში განსაკუთრებულ პრობლემას ბავშვთა გადატვირთული რაოდენობა წარმოადგენს" - ომბუდსმენის განცხადება
პოლიტიკა - 17:31, 29 Sep, 2017     1034
საქართველოს სახალხო დამცველმა ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. ომბუდსმენი მოუწოდებს პასუხისმგებელ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს, დაუყოვნებლივ გატარდეს ჯეროვანი ღონისძიებები თბილისის სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, სააღმზრდელო პერსონალის რაოდენობის გაზრდის მიზნით.

"საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პასუხისმგებელ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს, დაუყოვნებლივ გატარდეს ჯეროვანი ღონისძიებები თბილისის სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, სააღმზრდელო პერსონალის რაოდენობის გაზრდის მიზნით.

2017 წლის 26-27 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები შეამოწმეს და დაადგინეს, რომ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სააღმზრდელო ჯგუფებში ბავშვთა გადატვირთული რაოდენობა, სააღმზრდელო პერსონალის (აღმზრდელ–პედაგოგების) სიმცირე, ჯგუფებში საძინებლების არასაკმარისი რაოდენობა და სხვა.

რიგ სააღმზრდელო ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა მკვეთრად აჭარბებს შესაბამის სტანდარტს და შეიძლება 60–65 აღწევდეს, ბაგის ასაკის ჯგუფებში არასაკმარისია საწოლების რაოდენობა. ამ პრობლემის გამო, გარკვეულ შემთხვევებში მშობლებს ადრე გაჰყავთ ბავშვები ბაღიდან ან აცხადებენ თანხმობას, რამდენიმე ბავშვმა ერთ საწოლში დაიძინოს.

საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სისტემური მიდგომა აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით. აღმზრდელებისა და დირექტორების უმრავლესობის განცხადებით, პრობლემის მოგვარების ერთ–ერთ გზად ჯგუფებში ბავშვების გამოუცხადებლობა შეიძლება იქნას განხილული.

აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობა ბავშვის ერთ–ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს და აღნიშნული უფლების ხარისხიანი განხორციელება უმნიშვნელოვანესია არასრულწლოვნის ფიზიკური უსაფრთხოების, ფსიქო–ემოციური მდგომარეობისა და განვითარებისთვის.

საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციით მოითხოვა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დროული ამოქმედება. კანონი ძალაში ნაწილობრივ შევიდა და იმ მუხლის ამოქმედება, რომელიც სააღმზრდელო ჯგუფებში ბავშვების ზღვრულ რაოდენობას (25–დან 30 ბავშვამდე) განსაზღვრავს, 2020 წლამდე გადაიდო"- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42