საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ის ადამიანები ვისაც კანონის დაცვა ევალებოდათ დღეს თავად არღვევდნენ კანონს და საკრებულოს სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ. ალიბეგაშვილილს თქმით საკრებულომ ყველა ღონე იხმარა, რომ საკრებულოს სხდომა გაგრძელებულიყო:
„ძალიან სამწუხაროა რომ ის ვისაც ევალება კანონის დაცვა ის არღვევს კანონს. ქალბატონმა პარლამენტარმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო საკრებულოს სხდომის ჩაშლა. ჩვენ რა თქმა უნდა ამის უფლებას ვერ მივცემდით და აქედან გამომდინარე ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ , რომ საკრებულოს სხდომა გაგრძელებულიყო.“- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე დღეს განიხილებოდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის ფართების გადაცემის საკითხი. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აღნისნული საკითხების დღის წესრიგიდან ამოღებას მოითხოვდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად საკრებულოს სხდომა და შენობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
მასალის გამოყენების პირობები






