ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის ფართების გადაცემის საკითხი - საკრებულოს სხდომაზე საკითხები, რომელთა დღის წესრიგიდან ამოღებასაც ოპოზიცია მოითხოვდა, დაამტკიცეს. აღნიშნულს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ტყემალაძის განცხადება მოჰყავა, ტყემალაძემ საკრებუოს გადაწყვეტილებას პრინციპული და მნიშვნელოვანი უწოდა:
„დღეს საკრებულომ მიიღო ნამდვილად პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც თბილისში აშენდება უპრეცენდენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა, ეს გადაწყვეტილება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“, მათ არ აქვთ მანდატი და საზოგადოების მხარდაჭერა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩვენ ნამდვილად შევუწყობთ ხელს იმას, რომ აღნიშნული ტერიტორია, უმნიშვნელოვანეს სარეკრეაციო ზონად გადაიქცევა.
ასევე მსურს გამოვეხმაურო მიწისქვეშა ავტოსადგომების საკითხს, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია ასევე ის, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დღეს ჩვენი ქალაქისთვის არის ის, რომ შეიქმნას დამატებითი საპარკინგე სივრცეები და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ზუსტად იმისათვის, რომ ამ კომპანიამ მომავალში განახორციელოს მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა. სწორედ ამიტომ იყო დებოშისა და სხდომის ჩაშლის მცდელობა. შესაბამისად იქნა ყველა ის ზომა მიღებული, რათა რეგლამენტი ყოფილიყო დაცული, სხდომის ცაშლის უფლება არ ჰქონდათ, მათი მხრიდან იყო გარკვეულწილად წინასაარჩევნო კამპანიის გამოყენების მცდელობა. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
საკრებულოს სხდომაზე დღეს განიხილებოდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის ფართების გადაცემის საკითხი. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აღნისნული საკითხების დღის წესრიგიდან ამოღებას მოითხოვდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად საკრებულოს სხდომა და შენობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
მასალის გამოყენების პირობები






