დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს საკრებულოს მუშაობის საშუალება მისცეს. ნარმანია ხმაურიან დაპირისპირებას განცხადებით გამოეხმაურა:
"ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა,მესმის რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და მესმის,რომ გარკვეული ხმები სჭირდებათ,თუმცა მათი ესეთი ქცევით არამგონია მათ ხმებს თუნდაც დამატებით ერთი მაინც მიემატოს.მე ვერ მოვისმინე სამწუხაროდ რაიმე კონკრეტული არგუმენტი, რატომ არ უნდა გაკეთდეს ქალაქში მიწისქვეშა მრავალსართულიანი სადგომი. მათ მოვუწოდებ,რომ შეეშვან ესეთ ქცევას და ქმედებას და მისცენ საკრებულოს მუშაობის საშუალება", -აღნიშნავს ქალაქის მერი.
საკრებულოს სხდომაზე დღეს განიხილება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის ფართების გადაცემის საკითხი. „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ აღნისნული საკითხების დღის წესრიგიდან ამოღებას მოითხოვდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






