„ნაციონალური მოძრაობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ამომრჩევლებზე“ - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა - 15:28, 29 Sep, 2017     1607
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ აგიტაციების მოწყობაში დაადანაშაულა.

როგორც მდინაძემ აღნიშნა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო კომისიის წევრი ენმ-დან მიღებულ დავალებაზე საუბრობს.

მამუკა მდინარაძე აღნიშნული ფაქტის შესწავლის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და აცხადებს, რომ საკითხი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

„დღეს ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, თუ როგორ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა, გავლენა მოახდინოს ამომრჩევლებზე, მათთვის დამახასიათებელი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებით.

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული, ბათუმის N1 უბნის საარჩევნო კომისიის წევრი მარინა ჟღენტი ღიად ახორციელებს ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო აგიტაციას. აღნიშნული ქალბატონი მოქალაქეს აწვდის შესაბამის დოკუმენტაციას და ამასთანვე აწვდის ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო მასალას, რაც აშკარა კანონდარღვევაა. ეს ქმედება აკრძალულია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, რაც გულისხმობს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას და აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვას საარჩევნო კომისიის წევრისათვის“ - განმარტავს მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, ვიდეომასალაში საარჩევნო კომისიის წევრი მკაფიოდ აღნიშნავს, რომ დავალება მიღებული აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან.

„მოცემული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეალური სახე არის ეს, თუ როგორ ცდილობენ ისინი ნებისმიერი მეთოდით გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე, როგორც ამას აკეთებდნენ თავიანთი მმართველობის მთელ პერიოდში. აქედან გამომდინარე, მივმართავ ცესკოს დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოახდინოს მკაცრი რეაგირება მოცემულ ფაქტზე“ - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42