ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, „მწვანე მომხმარებლის საერთაშორისო დღე" აღინიშნა
პოლიტიკა - 15:06, 29 Sep, 2017     366
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით „მწვანე მომხმარებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან და საინიციატივი ჯგუფის წევრებთან ერთად, „მწვანე“ მომხმარებლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოსთვის, როგორც ეკოლოგიურ სტატუსზე ორიენტირებული ქვეყნისათვის, განსაკუთრებით მნივნელოვანია „მწვანე“ დაკვეთის შექმნა და „მწვანე“ მომხმარებლობის ხელშეწყობა, რაც ქვეყანაში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც კამპანიის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინეს.

„მწვანე“ მომხმარებლობის კამპანიის მიზანი საქართველოში მომხმარებელთა ქცევის ცვლილება და ისეთი პროდუქციის პოპულარიზაციაა, რომლის მოპოვება, წარმოება, ტრანსპორტირება და უტილიზაცია ნაკლებ ზეგავლენას ახდენს გარემოზე. შესაბამისად, წარმოებისა და მოხმარების „მწვანე“ ფორმის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რესურსების ჭარბი მოპოვების ფონზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ „მწვანე“ მომხმარებლობის ხელშემწყობი საინიციატიცო ჯგუფის წევრები: პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი, e-space-ს აღმასრულებელი დირექტორი სულხან გვალია, ჟურნალის „OK“ აღმასრულებელი დირექტორი მაია წერეთელი, ასავე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42