უშიშროების საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა დაიწყო.
საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ:
1. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია.
2. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა:
2.1. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი;
2.2. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა;
2.3. საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები;
მომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი - ვლადიმერ ჩაჩიბაია.
3. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო:
მომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი - ვლადიმერ ჩაჩიბაია.
4. რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე:
მომხსენებლები: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი - ვლადიმერ ჩაჩიბაია.
5. მზადება ნატოს მომავალი სამიტისათვის:
მომხსენებლები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.
მასალის გამოყენების პირობები






