N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
პოლიტიკა - 14:35, 29 Sep, 2017     858
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტისა და ფანქრითა და წყლის საღებავებით ხატვის პროგრამების დასრულებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალბატონების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ორივე პროგრამა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და განათლების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. სასწავლო კურსების ჩატარება საზოგადოებრივმა კოლეჯმა „მერმისი“ უზრუნველყო.

მსგავსი ტიპის პროგრამების განხორციელება მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. ასევე, მსჯავრდებულებს აქვთ შესაძლებლობა, დაეუფლონ კონკრეტულ პროფესიას.

სასჯელაღსრულებისა პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელის ლეილა აფციაურის განცხადებით სასწავლო კურსი ხელშესახები შედეგით დასრულდა.

„სასწავლო კურსის დასრულებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა ქალბატონებმა თავისი ნამუშევრები წარმოადგინეს. შედეგი ძალიან კარგია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქალბატონებისგან კვლავ არის მოთხოვნა, აღნიშნული პროგრამები გაგრძელდეს. ვფიქრობ, განათლების სამინისტროსა და ჩვენს უწყებას შორის არსებული კოლეგიალური და პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე ეს შესაძლებელი გახდება,“-განაცხადა ლეილა აფციაურმა.

კოლეჯ „მერმისის“ პედაგოგმა ეთერ მიშელაძემ განაცხადა, რომ თორმეტი კვირის განმავლობაში ქალბატონები დიდ ინტერესს იჩენდნენ. სწორედ ეს დრო დასჭირდათ მათ კურსის „ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი“ გასავლელად.

„მყავდა 21 მსმენელი. ამ მოკლე ხანში მათ ძალიან კარგად აითვისეს ეს საქმე და როგორც მე, ასევე თავად მსჯავრდებულებიც კმაყოფილები არიან,“- განაცხადა ეთერ მიშელაძემ.

საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის“ პედაგოგმა ოლიკო რუხაძემ განაცხადა, რომ მას მოლოდინი გაუმართლდა და ქალბატონებმა მცირე დროში შეძლეს სპეციალობის ათვისება.

„ადამიანებმა, რომლებსაც თავდაპირველად არანაირი უნარ-ჩვევა არ ჰქონდათ ამ კუთხით, შეძლეს ამ ნამუშევრების შექმნა. ჩვენი ურთიერთობა შედგა, რადგან მათ ძალიან მოინდომეს,“-განაცხადა ოლიკო რუხაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42