მიწების გადაცემა ივანიშვილისთვის - უდუმაშვილმა ალიბეგაშვილს მოუწოდა საკითხები საკრებულოს სხდომაზე არ განიხილონ
პოლიტიკა - 14:11, 29 Sep, 2017     2228

საკრებულოს სხდომაზე თაბორის მთის ზონის სტატუსის ცვლილების საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა, სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილიც ესწრებოდა, მისი თქმით ბიძინა ივანიშვილს თაბორის მთაზე დაკანონებული აქვს 40 ჰექტარი და საკრებულო მას კიდევ ახალ ტერიტორიებს აძლევს.

ზაალ უდუმაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს მიმართა, აღნიშნული საკითხი სხდომაზე არ განხილულიყო:

“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება ორი კომისიის სხდომაზე, რომელიც ეხება თაბორის მიწის კიდევ ერთი ნაკვეთის გადაცემას ბიძინა ივანიშვილისთვის და ასევე პუშკინის სკვერის საჯარო ავტოსადგომის გადაცემას სიმბოლურად, ერთ ლარად გადაცემას ბიძინა ივანიშცილისთვის, ჩემი მოწოდება იქნება, რომ იქნებ დღის წესრიგში არ შევიდეს ეს საკითხი დღეს და თბილისელების კიდევ ერთი ტერიტორია არ დაიკარგოს, როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე რეკრიაციული ზონის სტატუსი არ შეეცვალოს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარესთან მექნება მოწოდება და მოთხოვნა, რომ რამენაირად გავლენა იქონიოთ, რათა დღეს საკრებულომ არ განიხილოს ეს საკითხი.

გიორგი ალიბეგაშვილმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ასეთი საკიტხები განიხილება სხდომებზე და მიმდინარეობს მსჯელობა, ამის შემდეგ კი საკრებულო შესაბამისად მოიქცევა.

უდუმაშვილის განცხადებით, ორივე საკითხში ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთება, რასაც ალიბეგაშვილმა უპასუხა: „მე მოვერიდებოდი ამ სახელების დასახელებას“

მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“მერობის კანდიდატის მოთხოვნისა, საკრებულოს სხდომაზე საკითხები მაინც განიხილება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42