"სებ-ის ყოფილი შენობის ეზოში "პანორამა-თბილისის" საბაგირო გზის ერთ-ერთი საყრდენი ბოძი დგება"- "ტფილისის ჰამქარი"
პოლიტიკა - 13:49, 29 Sep, 2017     1843
„ტფილისის ჰამქრის“ განცხადებით "პანორამა-თბილისის" საბაგირო გზის ერთ-ერთი საყრდენი ბოძის დადგმა ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის ეზოში იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით "ტფილისის ჰამქარი" განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პანორამა თბილისი არის ინვესტიცია, რომელიც კლავს ისტორიულ ქალაქს:

„ლეონიძის ქ. #3-ში, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის ეზოში "პანორამა-თბილისის" საბაგირო გზის ერთ-ერთი საყრდენი ბოძი დგება!!!

შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია, აშენებულია 1911-13 წლებში, არქიტექტორ მიხეილ ოჰანჯანოვის მიერ.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს არქიტექტურის სამსახურმა რამდენჯერმე დაუწუნა ფასადზე საინფორმაციო აბრის განთავსების პროექტი, იმ მოტივით, რომ აბრა არ შეესაბამებოდა ძეგლის იერსახეს.

საინტერესოა, რამდენად თავსებადია საბაგიროს საკმაოდ მასშტაბური და მძიმე კონსტრუქციის განთავსება (რომლისთვისაც საჭიროა ძალიან ღრმა ფუნდამენტის მოწყობა), ძეგლის ინტერესებთან?!

ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე სად განთავსდებოდა საბაგიროს სვეტები, "პანორამა თბილისის" პროექტის ავტორები გვპასუხობდნენ, რომ უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით, ცეკავშირის შენობის ადგილიდან სოლოლაკის ქედამდე ბაგირი საყრდენი სვეტების გარეშე გაიჭიმებოდა!

პანორამა თბილისი არის ინვესტიცია, რომელიც კლავს ისტორიულ ქალაქს!“- აღნიშნულია თბილისის ჰამქრის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42