დარღვევებისა და ზეწოლის ფაქტები გაზრდილია - ISFED-იმ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა
პოლიტიკა - 13:10, 29 Sep, 2017     1006

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 2017 წლის 5-დან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.

ანგარიშის მიხედვით, დარღვევებისა და ზეწოლის ფაქტები გაზრდილია.

"ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 13, ძალადობრივი ქმედების 2, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, სააგიტაციო მასალების დაზიანების 4 შემთხვევა. გარდა ამისა, „სამართლიანი არჩევნების“ ყურადღების ცენტრში მოექცა საოლქო კომისიებში ინტერესთა კონფლიქტის 13 შემთხვევა; საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის ხარვეზების 5; ასევე, საეჭვო შემოწირულობების 2 და უფასო სამედიცინო სერვისის გაწევის 3 ფაქტი.

საანგარიშო პერიოდში განსაკურებული ტენდენციის სახით გამოიკვეთა ცალკეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ინტერეთა კონფლიქტები, რაც გამოიხატება კომისიის წევრთა ოჯახის წევრების არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაში. მათგან, აღსანიშნავია, ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მეუღლე, რომელიც მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ამავე ოლქში. ასევე, #56 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მეუღლე მმართველი პარტიის კანდიდატია. ე.წ. პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრების გარდა, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები გამოვლინდა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული რამდენიმე წევრის შემთხვევაშიც. ინტერესთა კონფლიქტის მსგავსმა ფაქტებმა შესაძლოა შეარყიოს ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი და შეუქმნას საფრთხე საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას.

საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, შესამჩნევი გახდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. საგულისხმოა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირებული 13 ფაქტიდან, 4 შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატებს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ანგარიშში მოყვანილი ზეწოლის ფაქტები ასევე შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებსაც.

გასული კვირის განმავლობაში ორ სხვადასხვა ოლქში უცნობმა პირებმა საუბნო საარჩევნო კომისიები დაარბიეს. ჩაამსხვრიეს შენობის მინები, გატეხეს კარი და დააზიანეს საარჩევნო დოკუმენტაცია. ორივე შემთხვევა მსგავსია და საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით ფაქტების გამოძიება მიმდინარეობს.

საარჩევნო სუბიექტების საქმიანობაში ხელის შეშლა სხვადასხვაფორმით გამოვლინდა, თუმცა მათგან აღსანიშნავია თბილისში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილისთვის ამომრჩეველთან შეხვედრის ჩაშლის მცდელობა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი - გამგებლის მოადგილე და

„ქართული ოცნების“ შტაბის თანამშრომლები ღებულობდნენ მონაწილეობას. კანდიდატის წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრის ჩაშლის მომდევნო დღეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მყოფ ამომრჩეველებზე ზეწოლა განახორცილეს.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საკომუნიკაციო საშუალებების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებაში გამოიხატა.

„სამართლიანი არჩევნები“, ადმინისტრაციული რესურსის, აგიტაციის წესების დარღვევისა და უკანონო შემოწირულობის გამოყენების რისკებს 29 სექტემბერს დაგეგმილ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩშიც ხედავს, რომელშიც მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კალაძე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული მატჩის ორგანიზებას ა(ა)იპ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს.

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში. აგიტაციაში უკანონოდ ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ. 4 შემთხვევაში „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა და დამრღვევი პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა"- აღნიშნულია დასკვნაში.

ანგარიში სრულად იხილეთ : http://www.isfed.ge/main/1285/geo/






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42