ნინო ბურჯანაძე "პატრიოტთა ალიანსს" ბიძინა ივანიშვილის სატელიტობაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 11:52, 29 Sep, 2017     2320
დაპირისპირება ნინო ბურჯანაძესა და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის - „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი „პატრიოტთა ალიანსს“ „ქართული ოცნების“ სატელიტობაში ადანაშაულებს. ბურჯანაძის თქმით, ამის საფუძველს პატრიოტთა ბოლოდროინდელი განცხადებები იძლევა.

„ქართული ოცნების“ რიგებში არსებობდა გარკვეული პრობლემები. რამოდენიმე დეპუტატი თავს იკავებდა კონსტიტუციაზე მხარის დაჭერისაგან და ხელისუფლებას სჭირდებოდა დამატებითი ხმები, რათა კონსტიტუცია არ ჩავარდნილიყო. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 4 ხმით გავიდა აღნიშნული კონსტიტუცია და მათ შორის გახლდათ პატრიოტთა ალიანსის ხმებიც,“- განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაანონსებული აქციები არავის უნახავს. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების შესაქმნელად ერთადერთი გზა მერობის საერთო კანდიდატი იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან, თუმცა, „პატრიოტთა ალიანსმა“ მოულოდნელად საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა:

„მე არ ვიცი, რას გულისხმობენ სიტყვა სერიოზულში, მაგრამ ტელევიზიითაც კი გაშუქდა კახა კუკავას შეხვედრა მათ ლიდერებთან, სადაც იყო ღია და დახურული მოლაპარაკებები. ამასთანავე, ჩვენი მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ მზად ვიყავით კონსულტაციებისთვის და მერობის კანდიდატად მხარს დავუჭერდით როგორც საერთო უპარტიო, ასევე სხვა პარტიის წევრსაც კი ოპოზიციური ერთობის შესანარჩუნებლად. თუმცა ამ შეთხვევაშიც “პატრიოტთა ალიანსში” გადაწყვიტეს ყველასთან შეუთანხმებლად დაეყენებინათ საკუთარი კანდიდატი , რათა არ შედგარიყო ოპოზიციის ერთობა. ეს არ ბადებს საფუძვლიან კითხვებს?“ – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის ბრალდებებს ირმა ინაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა:

„ის, რაზეც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა, სრული აბსურდი და სისულელეა. ვითარება მარტივია: ბურჯანაძეს პარტია რეალურად დაეშალა. ის აღარ არსებობს პოლიტიკურ ველზე. თავად მისი, როგორც პოლიტიკოსის, პერსონალური რეიტინგიც ნულის ფარგლებშია. ამიტომ ცდილობს ჩვენი, როგორც საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ოპონირებას. ქალბატონ ბურჯანაძეს არა აქვს ძალა და რესურსი ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას. მას აღარ აქვს პოტენციალი ქმედითად, რეალურად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს, ამიტომ ტელეეთერებიდან "იბრძვის" და ვიმეორებ: ებრძვის არა "ქართულ ოცნებას" , არამედ გვებრძვის ჩვენ, რაც პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს მისი არჩევანია. ვწუხვარ, რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს არ ესმის: ის ვერ იქნება ჩვენი ოპონენტი, რადგან, როგორც პრაქტიკული მოცემულობა, აღარ არსებობს პოლიტიკურ სივრცეში. ისიც მესმის, რომ ამ სამწუხარო რეალობასთან შეგუება მისთვის რთულია, მაგრამ პოლიტიკოსი მაშინაა ძლიერი, როცა მარცხსაც ღირსეულად ეგუება და კონკურენტებს კი არ ჰკბენს, არამედ აფასებს.

საგარეჯოს არჩევნებზე საუბარს ნინო ბურჯანაძეს არ ვურჩევ, რადგან იმ გაყალბებულ არჩევნებში ბურჯანაძის პარტიის წევრები საარჩევნო კომისიაში ისევ და ისევ მე მებრძოდნენ და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თამარ ხიდაშელს უჭერდნენ მხარს. გაყალბების დამადასტურებელ არც ერთ ოქმს ბურჯანაძის პარტიამ ხელი არ მოაწერა. ეს ერთი. მეორე- მოშიმშილეებზე საუბრით და მათი კრიტიკით ნინო ბურჯანაძე პოზიტივს ვერ დააგროვებს. მობრძანდეს მოშიმშილეებთან და გაეცნოს მათი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნას და ბოდიში მოიხადოს ჯერ 2015 წლის ნოემბრის მოშიმშილეების შეურაცხყოფისთვის და ახლა უკვე პარლამენტის შენობასთან მოშიმშილეების წინაშე. მისი ყველა წინადადება იმდენად სამარცხვინოა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ქალბატონი ბურჯანაძის მაგალითზე სახეზეა არა მარტო პოლიტიკური დისკვალიფიკაცია, არამედ კომპეტენციის დონის ვარდნაც. როგორც უინტერესოა უკვე ჩემთვის ძმები ბერძენიშვილების აზრების ანალიზი, ასევე, არ ვთვლი საჭიროდ სხვა კომენტარის გაკეთებას ბურჯანაძის დღევანდელ და მომავალ ინტერვიუებზე“, - წერს ინაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42