„სტრასბურგი ისე დაიღალა საქართველოს მოსამართლეების დაბლოკვით, რომ ბოლოს და ბოლოს ვფიქრობ, რომ ამ სამეულში ყველაზე სერიოზულ კანდიდატს ლადო ჭანტურიას, ისინი აუნთებენ მწვანე შუქს და წარადგენენ ევროპის საბჭოს ასამბლეაზე. დანარჩენმა ორმა მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე იმდენად გაიტეხა სახელი, რომ არ მგონია, რომ მათი წარდგენის შესაძლებლობის საერთოდ 1% შანსი იყოს.“- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
მესამე წარდგენის ფონზე სტრასბურგის მიდგომების შერბილებას ელოდებიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
შეგახსენებთ, 29 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ასარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გაიმართება. ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავასთან გასაუბრება მოხდება. ამის შემდეგ, კომიტეტის წევრების მიერ შერჩეულ ერთ ან 2 კანდიდატს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭს უყრიან. დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 9 წლის ვადით არჩეული ახალი მოსამართლე ეყოლება.
სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად საქართველოს მთავრობას კონკურსის გამოცხადება 3-ჯერ მოუწია. ევროსასამართლოს ექსპერტთა საბჭომ პირველი სამეული ნანა მჭედლიძის კანდიდატურის გამო ჩააგდო, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი) ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა, რომელთაგან კრიტერიუმების შესაფერისად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხოლოდ ლადო ჭანტურია მიიჩნია. მესამე კონკურსი დანარჩენი 2 კანდიდატის შესარჩევად ჩატარდა და საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე და ორი ახალი კანდიდატი - ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა შეარჩია.
მასალის გამოყენების პირობები






