უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ბოტანიკური ბაღისა და პუშკინის სკვერის შესახებ გენგეგმის დამტკიცების ფარგლებში იმსჯელებენ.
„თაბორის მთაზე კეთდება ძალიან მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე და ამ ტერიტორიის საირიგაციო სისტემების მოწყობისთვის, დამატებით მთლიანი ტერიტორიის 1%-ზე ხდება ზონის ცვლილება. დამუშავდა ის ადგილები, რომელზეც ქალაქს აქვს ინტერესი, რომ განხორციელდეს მიწისქვეშა პარკინგები და ასევე ერთ-ერთი გახლავთ პუშკინის მოედანზე,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ.
ოპოზიციის განცხადებით კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები აჩენს განცდას, რომ ისინი ან მოსწრებაზე არიან გადასული , ან წინასაარჩევნოდ ადამიანების საჩუქრების გაკეთებაზე:
„ამ საკითხების უმრავლესობა ეხება ქონებების გადაცემას. გვიჩნდება განცდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ან მოსწრებაზეა, ან წინასაარჩევნოდ ადამიანების საჩუქრების გაკეთებაზე.“- განაცხადა ენმ“-ის წევრმა მარინა დათუკიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






