საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
კერძოდ, ,,ქართული ოცნებიდან" მერობის კანდიდატები იქნებიან - ბორჯომის მერობის კანდიდატი - ლევან ლიპარტია; ახალციხის მერობის კანდიდატი - ზაზა მელიქიძე; ადიგენის მერობის კანდიდატი - ზაქარია ენდელაძე; ასპინძის მერობის კანდიდატი - როსტომ მაგრაქველიძე; ახალქალაქის მერობის კანდიდატი - იურიკ უნანიანი; ნინოწმინდის მერობის კანდიდატი - ანივარდ მოსოიანი.
„ეს ადამიანები მზად არიან, 24 საათის განმავლობაში, თითოეული თქვენგანის პრობლემის მოგვარებისთვის იმუშაონ; არ დაიშურონ ძალა - გამოიყენონ თავიანთი გამოცდილება იმისთვის, რომ როდესაც სამი წლის თავზე აქ შევხვდებით, ყველანი პირნათელი ვიყოთ თქვენს წინაშე. სწორედ ამიტომ, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. მჯერა, რომ თქვენ საუკეთესო კანდიდატებს აირჩევთ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები ნამდვილად ასეთები არიან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






