საქართველოს ოფოციალური უწყებებისა და მოქალაქეების მკაცრი შეფასებების შემდეგ საელჩო განმარტებას აკეთებს.
დიდი ბრიტანეთის საელჩო აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ არსებული ინფორმაციაარის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს. მისიმიზანია ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი მხრიდან ადგილობრივიკანონმდებლობის და კულტურის უკეთ გაცნობა და პატივისცემა.
საელჩო აღნიშნავს, რომ მსგავსი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს.
"თბილისში 6 ოქტომბერს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეთათვის გაცემულმა რჩევებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გვსურს განვმარტოთ, რომ:
ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ არსებული ინფორმაცია არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს. მისი მიზანია ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი მხრიდან ადგილობრივი კანონმდებლობის და კულტურის უკეთ გაცნობა და პატივისცემა.
ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გავეცით პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს დაესწროს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩს 6 ოქტომბერს.
ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ ზოგადად თბილისში კრიმინალის დონე დაბალია.
თბილისმა არაერთხელ წარმატებით უმასპინძლა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას და ამჯერადაც მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატჩიც წარმატებით ჩაივლის.
მოუთმენლად ველით უელსის გულშემატკივრების თბილისში ჩამოსვლას"- ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საელჩომ გუშინ საქართველოში, 6 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის მოედანზე , საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველ საკუთარ მოქალაქეების მისამართით რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
საელჩო პირველ განცხადებაში წერდა, რომ კრიმინალის დონე თბილისში დაბალია, თუმცა პერიოდულად ადგილი აქვს ძარცვას ხალხმრავალ ადგილებში, საღამოს საათებში, განსაკუთრებით ბარებისა და კლუბების მიმდებარე ტერიტორიებზე. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილებისას თან არ იქონიონ დიდი თანხა. „არსებობს შემთხვევები ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის და შეურაცხყოფის შესახებ.“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. განცხადების თანახმად, საქართველოში ავარიები საკმაოდ ხშირად მოვლენაა, რაც ძირითადად მოძრაობის წესების დარღვევით არის განპირობებული.
მასალის გამოყენების პირობები






