"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, N9 პენიტენციურ დაწესებულებაში , მსჯავრდებულების, მათ შორის, გიორგი მამალიძის მიერ სატალეფონო ზარების განხორციელების დროს, დაფიქსირდა მცირე ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ გამოთქვა პრეტენზია. დაწესებულების ხელმძღვანელებმა გამოიძახეს იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში სატელეფონო მომსახურებას ახორციელებს.
კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე შემოწმების შემდეგ განაცხადეს, რომ ხარვეზი დაკავშირებული იყო ჭარბ ნალექთან. ტექნიკური ხარვეზი მალევე აღმოიფხვრა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ მოითხოვა ომბუდსმენის ოფისთან დაკავშირება, რის შემდეგაც მსჯავდებული სახალხო დამცველმა ადგილზე მოინახულა. გიორგი მამალაძე, მისივე განცხადებით, არ შიმშლობს"- აღნიშნულია სასჯელაღსრულების და პრობაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






