“ორი კითხვა დაისვა, არის თუ არა პრეზიდენტი მზად უმრავლესობასთან შესახვედრად და როგორც პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, ის არის მზად დიალოგისთვის ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ რეზულტატი ქვეყნისთვის იყოს უკეთესი და ქვეყანას გვქონდეს დემოკრატიული დაბალანსებული კონსტიტუცია. ასევე ჩვენ ერთმანეთში შევთანხმდით იმაზეც, რომ საკითხები, რომელიც სამუშაო პროცესში ოპოზიციამ გამოყო, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საქართველოში დემოკრატიისთვის და ეს საკითხები აუცილებლად უნდა გახდეს კონსტიტუციის ნაწილი.
კონსენსუსი იყო იმასთან დაკავშირებითაც რომ როგორც ჩანს, ვეტო დასაბუთებული შენიშვნებით იქნება. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ არის რეალური შანსი ჩიხური სიტუაციიდან, რომელშიც „ოცნებამ“ შეიყვანა ქვეყანა, გამოვიდეთ საუკეთესო პროდუქტით, კონსტიტუციით რომელიც სჭირდება ხალხს"- განაცხადა ნიკა რურუამ.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კონსულტაციების მონაწილეებს არ გადაუხედავთ ის 5 საკითხი, რომელზეც ოპოზიცია და პრეზიდენტი კონსტიტუციის ალტერნატიული ვარიანტის შემუშავებისას შეთანხმდა.
"ჩვენ რევიზია არ მოგვიხდენია, არ გადაგვიხედია ის ხუთი საკითხი, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული, რადგან ვთვლით, რომ ეს არის დემოკრატიის გარანტი და სად, თუ არა კონსტიტუციაში აისახოს ისინი. არავითარ დაპატარავებულ, ერთნახევარ ან ორნახევარ საკითხზე შეთანხმება საერთოდ არ განხილულა. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დიალოგზე და კონსენსუსზე დამყარებული დემოკრატიული, დაბალანსებული მუშა კონსტიტუცია, რომელიც დღეს არ გვაქვს. ანომალიაა ის, რომ დღეს ხელისუფლება, რომელმაც სულ 24 საათის წინ მიიღო კონსტიტიცია, ორ საკითხზე თვითონ ითხოვს ვეტოს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ „ოცნება“ თვითონ ხვდება, ცუდ სიტუაციაშია და არა მარტო ის, არამედ კონსტიტუციაც - ქვეყნის უზენაესი კანონი. ეს მზადყოფნა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საბოლოოდ ქვეყანას კარგი კონსტიტუცია ჰქონდეს”, - აღნიშნა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






