"კომიკურია, ქართული ოცნება თვითონ ითხოვს ვეტოს, მაგრამ ვეტო უნდა დაედოს კონსტიტუციას დემოკრატიისა და სამართლიანობის დასაცავდ" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 18:18, 28 Sep, 2017     1009
"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ვეტო პანაცეა არ არის. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია შედეგს მიაღწიონ.


"მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ძალის დემონსტრირება მოახდინა და გონია, გაიმარჯვა იმით, რომ პულტებით მიაღწია კონსტიტუციის დამტკიცებას, სინამდვილეში მან პოლიტიკურად აბსოლუტურად წააგო და ამის დასტური დღევანდელი დღეც იყო. რეალობა არ იცვლება, პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ერთიანობა შენარჩუნებულია. მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად შემუშავებული 5 პუნქტიანი დოკუმენტი არსებობს, რომელიც ალბათ ვეტოს მთავარი საფუძველი იქნება, თუმცა ეს საბოლოოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

ვეტო არ არის პანაცეა, ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ შედეგს. იმ ხუთი პუნქტიდან ერთ-ერთს ქართული ოცნებაც უჭერს მხარს, რითაც კომიკურ მდგომარეობაში ვარდებიან. ისინი თვითონ სთხოვენ პრეზიდენტს ვეტო დაადოს, თუმცა მათი სურვილი ამჯერადაც არის ის რომ პრეზიდენტმა ვეტო მათ სასარგებლოდ დაადოს, როცა ვეტო უნდა დაედოს კონსტიტუციას, დემოკრატიისა და სამართლიანობის დასაცავად. ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი და არა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომატება" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მისი თქმით "ახლა ოცნებას აქვს გადაწყვეტილება მისაღები".

"ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსტიტუციის საკითხის ირგვლივ არსებული მდგომარეობა განიხილეს.

შეხვედრას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონსულტაციებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დასწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42