„პრეზიდენტმა თუ გადაწყვიტა რომ ვეტო დაადოს იგივე არგუმენტების გათვალისწინებით რა არგუმენტებსაც ის ახმოვანებდა, ჩვენ ამ ვეტოს გადავლახავთ იმიტომ რომ მის არგუმენტებს არ დაეთანხმა არამხოლოდ ჩვენ, არც ვენეციის კომისია. აღმოჩნდა რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პიარ კამპანია რომელიც იყო მიმართული კონკრეტულად კონსტიტუციის წინააღმდეგ.“- განაცხადა მდინარაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას.
მმართველი გუნდის წარმომადგენლის თქმით პრეზიდენტთან შეხვედრას იმ შემთხვევაში ექნება აზრი თუ ის შედეგზე იქნება ორიენტირებული:
„თუ მართლა არის საუბარი იმაზე, რომ შედეგიანი საუბარი იყოს, აზრი ქონდეს პრაქტიკული თვალსაზრისით ამ შეხვედრას, ჩვენ თანხმობას ვაცხადებთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით პასუხი არ მიგვიღია“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






