RMG-ში წყლის გამწმენდი ნაგებობების მოწყობაზე ტენდერი მიმდინარეობს
პოლიტიკა - 17:05, 28 Sep, 2017     797
კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, კომპანიის ტერიტორიაზე სხვადასხვა ლოკაციებზე დაგეგმილია წყლის გამწმენდი ნაგებობების მოწყობა.

როგორც “კვირას” კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით RMG-იმ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც კომპანიის საწარმოო მოედნებზე და ობიექტებზე როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო-სამეურნეო წყლების გამწმენდი ნაგებობების პროექტირებას ითვალისწინებს. ტენდერში სხვა საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, მონაწილეობას იღებს ფრანგული კომპანია VEOLIA, რომელიც წყლის გაწმენდის, წყალმომარაგების, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების შექმნის, მშენებლობის და განახლების კუთხით სპეციალიზირდება.

კომპანიის წარმომადგენელი ჰენრი იოგანი (Henri Jogand) 4 დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ის ჩავიდა დაბა კაზრეთში, დაათვალიერა და დეტალურად შეისწავლა საწარმოს ტერიტორია, გაეცნო ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობას, რის შემდეგაც კომპანიას ოფიციალურად წარუდგენს VEOLIA-ს წინადადებას.

RMG-ის გარემოს დაცვის სამსახურის ინფორმაციით, სულ მადნეულის და საყდრისის კარიერებზე არის დაახლოებით 3-4 ადგილი, სადაც მომავალში მსგავსი ნაგებობების მოწყობა იგეგმება. მათი ამუშავების შემდეგ, მოხდება სამრეწველო წყლის რამდენიმე ფილტრში გატარება და სრულად გაწმენდა, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული გარემოში დაბინძურებული წყალის მოხვედრა.

„ოქტომბრის ბოლოს ვგეგმავთ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, რის შემდეგაც დაიწყება პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს პროექტირებას. მთლიანობაში საწარმოს ტერიტორიაზე გამწმენდი ნაგებობების მოწყობის პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და ის რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. სავარაუდოდ, ყველა შეჩეულ ლოკაციაზე გამწმენდი ნაგებობების მოწყობას რამდენიმე წელი დაჭირდება“ – განაცხადა RMG-ის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა მიხეილ კვარაცხელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42