"ყველა თანხმდება, რომ ვეტო არის რთული ვითარებიდან გამოსავალი“ - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 16:46, 28 Sep, 2017     1428
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ 20-მდე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ხვდება.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებებისა და მმართველი გუნდის ინიციატივის განსახილველად შედგა.

გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და შექმნილი ვითარება მიმოიხილა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, უკვე ყველა თანხმდება, მათ შორის კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც“, რომ დღეს ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალს წარმოადგენს.

"დღეს აქ შევიკრიბეთ, ის ჯგუფი, რომელმაც ძალიან პოზიტიურად და ეფექტურად იმუშავა სულ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც სრულიად განსხვავებული შეხედულების პოლიტიკურმა ძალებმა შეძლეს და შექმნეს არსებული კონსტიტუციის პროექტის კომენტარებისა და შესწორებების ერთიანი თანხმობის დოკუმენტი.

ეს დოკუმენტი გავუზიარეთ საზოგადოებას, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხაროდ პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, ის დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, მაგრამ რომელმაც საათებსაც ვერ გაუძლო.

ჩვენ მოვისმინეთ მმართველი პარტიის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ არმიღებული, ხელმოუწერელი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია, უკვე თურმე ჩასასწორებელია ორ საკითხთან დაკავშირებით.

ხაზს ვუსვამ, ეს ორი საკითხი, იმ სიიდანაა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვთავაზობდით მათ ჩასასწორებლად.

ამასთან, ეს ის ორი საკითხია, რომელიც ვალდებულებად აიღო "ქართულმა ოცნებამ", რომ შეასწორებდა.

კონსტიტუციის ასეთი სწრაფად და ასეთი დინამიკით მიღება, ჯერ არ არის მიღებული და უკვე ჩასასწორებელია, ვიტყოდი, რომ არაორდინარულია.

ეს არაორდინარულობა, არ წარმოადგენს ამ ეტაპზე რაიმე პოლიტიკურ სირთულეს, ეს ქვეყნის სირთულეა და მე მინდა, რომ დღეს ჩვენ შევიკრიბოთ იმისათვის, მოვიფიქროთ, პოზიტიურად როგორ გამოვიდეთ შექმნილი რთული ვითარებიდან.

როგორც ვხედავ, დღეს არ არის "ქართული ოცნების" წარმომადგენელი; ეს დასანანია. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ, როდესაც საუბარია ქვეყნის რთული ვითარებიდან გამოყვანაზე, მე მზად ვარ, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა ამ საკითხზე სათათბიროდ.

ჩვენ უკვე იმის კარგი გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ შეძლეს განსხვავებული შეხედულების პოლიტიკოსებმა ერთ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა და თანაც იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც, ახლა თურმე ჩასწორების სახით არის შემოთავაზებული.

ის, რომ ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალია, მგონი უკვე ყველა თანხმდება - კონსტიტუციის მიმღები "ქართული ოცნებაც". ალბათ, თქვენც გამიზიარებთ თქვენს შეხედულებას.

ვფიქრობ, რომ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42