პუტინის მეგობარ დირიჟორ გერგიევს "საქართველოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში" შემოქმედებითი პროექტის დაწყება სურს
პოლიტიკა - 15:34, 28 Sep, 2017     9260
დირიჟორი ვალერი გერგიევი კავკასიაში კულტურული ურთიერთობების დალაგებას აპირებს. სანკტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ამის შესახებ ვლადიკავკაზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას მთელ კავკასიაში გეგმავს. კავკასიის ქვეყნების ჩამოთვლისას პუტინის მეგობარმა დირიჟორმა საქართველო და მისი ოკუპირებული რეგიონები ცალ-ცალკე დამოუკიდებელ ქვეყნებად მოიხსენია:

„ახლა საუბარი მიდის იმაზე, რომ კავკასიის მთელმა რეგიონმა ძველი კავშირები აღადგინოს. ამიტომ სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკა, როსტოვის ოლქი, კრასნოდარის მხარე, კალმიკია და დიდი ქალაქები, როგორიცაა სოჭი და კრასნოდარი - ყველა შედის ამ შემოქმედებითი პროექტის გეგმაში. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს კონიუნქტურა - ვისთან კარგი ურთიერთობაა და ვისთან უარესი. დიდი კავკასიის შვილებს შეეძლებათ ერთად გამოვიდნენ ერთ სცენაზე, მნიშვნელობა არ აქვს ეს ვლადიკავკაზში მოხდება, ბათუმში, ბაქოში თუ ერევანში. საჭიროა გადაილახოს ის მწვავე წინაღობები, რომლებიც ბოლო 15 - 25 წლის განმავლობაში წარმოიშვა და მუსიკოსებზე უკეთ ამას ვინ შეძლებს.“- განაცხადა გერგიევმა. მისი თქმით მარიინსკის თეატრის კონცერტები ჩატარდება აზერბაიჯანში, სომხეთში და საქართველოში, ასევე ამ ქვეყნიდან მუსიკოსები მიწვეული იქნებიან სანკტ პეტერბურგშიც..

„ჩემს გეგმებშია - დავბრუნდე ბაქოშიც, ერევანშიც და თბილისშიც. საქართველო ყველაზე რთულია, ბუნებრივი მიზეზების გამო, მაგრამ მე ვაძლიერებ კავშირებს იქაურ კოლეგებთან, ჩვენ ამ საქმეში სრულიად აპოლიტიკურები ვართ. ჩემ გეგმაში ნამდვილად შედის შესანიშნავი ქართველი პიანისტი ბავშვების სცენაზე გამოყვანა. ჩვენ მთელ ჩვენს ძალისხმევას გამოვიყენებთ მოსაწვევად, ავანაზღაურებთ მგზავრობას. მე ვფიქრობ რომ რეგიონები თავის მხრივ მოისურვებენ ასეთ თანამშრომლობას“- განაცხადა გერგიევმა.

შეგახსნებთ, ვალერი გერგიევი პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია, მან კონცერტი ოკუპირებულ ცხინვალში ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 2008 წლის 22 აგვისტოს გამართა. გერგიევი მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკას აღმოსავლეთ უკრაინაშიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42