საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დეტალურად არის აღნიშნული, როგორ უნდა მივიდნენ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან მოქალაქეები ქალაქის ცენტრამდე, რა ღორს ტაქსები, რა დრო დასჭირდებათ ამისთვის. სად მდებარეობს სტადიონი, როგორ უნდა გადაადგილდნენ ქალაქში და ა.შ.
საელჩოს განცხადებას დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უპასუხა. მისი თქმით, საქართველო-უელსის მატჩზე გულშემატკივართა უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემას ვერ ხედავს:
"რაიმე სახის არსებით საფრთხეს ვერ ვხედავ. ცალკეული საკითხები, რაც საელჩოს მხრიდან არის გამოყოფილი, ბუნებრივია, ყურადღება მისაქცევია. ბუნებრივია, ბიოტუალეტები იქნება, უსაფრთხოების ზომები ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრდება. ასე რომ, ყველაფერი იქნება გათვალისწინებული და მოწოდების სიმაღლეზე ჩატარდება ეს ღონისძიება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






