გორის საკრებულოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ გორში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უხარისხოდ ხორციელდება და მერია შესაბამის რეაგირებას არ ახდენს.
„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ზურაბ როსებაშვილი ირწმუნება, რომ ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაციისას, ძველი სამშენებლო მასალა იქნა გამოყენებული. კერძოდ, როსებაშვილი ამტკიცებს, რომ დაგებული ფილები ძველია, შენობის სახურავიდან წყალი ჟონავს, იატაკი კი არაა მყარი. არა და სკოლის რეაბილიტაციის პროცესი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამისთვის 200 ათას ლარზე მეტიც დაიხარჯა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, კობა კლიმიაშვილის განცხადებით, ქალაქში ყველა სამუშაო საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მიმდინარეობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკრებულოს წევრები, ინფრასტუქტურული პროექტების ხარისხს იწუნებენ და მერიას სატანადო რეაგირებას სთხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






