"კორუფციის რისკები და მართვის პრაქტიკა სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში გაზრდილია" - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"
პოლიტიკა - 13:58, 28 Sep, 2017     1112
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"-ს კვლევის მიხედვით 2012 წლიდან საქართველოში, კორუფციის რისკები და მართვის პრაქტიკა სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მნიშვნელოვნად გაზრდილია.

"ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების (ა(ა)იპ-ის) კვლევამ აჩვენა, რომ 2012 წლიდან დღემდე სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების, ასევე იქ დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

კვლევაში განხილულია სახელმწიფოს დაფუძნებული სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის მართვის პრაქტიკა და საკანონმდებლო საფუძვლები, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციის შიდა მექანიზმები, სახელფასო და საკადრო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტები, ხელმძღვანელების დანიშვნის, გათავისუფლების და დამოუკიდებლობის გარანტიები და არსებული რეალობა შედარებულია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკას.

კვლევა იმ 78 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის მონაცემებს ეყრდნობა, რომელთაც გამოთხოვილი ინფორმაცია მოგვაწოდეს. არასრულყოფილად ან არ მოწოდებული ინფორმაციის გამო, რიგ შემთხვევებში მონაცემები მიახლოებითია, თუმცა ისინი ზოგადი ტენდენციების დანახვის საშუალებას მაინც იძლევა.

ძირითადი მიგნებები:

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისგან განცალკევებით მდგომი ორგანიზაციების (სსიპ და ა(ა)იპ-ების) დაფუძნებისათვის ნათელ და მკაფიო კრიტერიუმებს არ ადგენს.

დადებითად შეიძლება შეფასდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობის პირდაპირ მიჩნევა საჯარო სამსახურში საქმიანობად და ამ ტიპის ინსტიტუტებზე “საჯარო სამსახურის შესახებ” და “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონების სრულად გავრცელება;

პრობლემურია, რომ სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” და “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონების პრინციპები, მათ შორის, არც მათი ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კონკურსის წესით შერჩევის ვალდებულება;

2012 წლიდან დღემდე გაზრდილია სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების რაოდენობა.

კვლევისთვის შერჩეული უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს 40 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 8 870 საშტატო თანამშრომელი მუშაობდა. 2017 წლისთვის ეს მონაცემი 74 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 12 632-მდე არის გაზრდილი.

2012 წელს 38 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 1077 შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობდა. 2017 წელს მათმა რაოდენობამ 67 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის ფარგლებში 7193 შეადგინა.

2012-2017 წლებში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის ზრდის ტენდენცია იკვეთება მხოლოდ იმ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებშიც, რომლებიც 2012 წლამდე დაფუძნდა.

2012 წელს 45 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის საშტატო თანამშრომლებმა ხელფასის სახით თითქმის 77 მლნ ლარი აიღეს, რაც 2016 წლისთვის 72 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 165 მლნ ლარს აჭარბებს.

2012 წელს 39 სსიპ/ა(ა)იპ-ში 29,5 მლნ ლარი გაიცა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასის სახით, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 62 სსიპ/ა(ა)იპ-ში თითქმის 51 მლნ ლარს მიაღწია;

პრობლემად რჩება საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხი. წარმოდგენილი კვლევა, სამწუხაროდ, არ მოიცავს, მაგალითად, შსს-სა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ებს და იქ მიმდინარე ტენდენციებს, რადგან ამ უწყებებმა ინფორმაცია არ მოგვაწოდეს;

საქართველოს აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ/ა(ა)იპ-ების საერთო რაოდენობისა და საქმიანობის სფეროების შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და მთავრობის ადმინისტრაციას ერთიანი სახით ინფორმაცია არ აქვთ, ხოლო ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

რეკომენდაციები:

სახელმწიფოს მიერ დაარსებული ა(ა)იპ-ებში ინტერესთა შეუთავსებლობის, ნეპოტიზმისა და კორუფციის ეფექტიანად პრევენციის მიზნით, საჭიროა ა(ა)იპ-ებზე საჯარო სამსახურისა და ანტიკორუფციული მექანიზმების მარეგულირებელი პრინციპები გავრცელდეს, მათ შორის, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა და მათ ხელმძღვანელთა კონკურსის წესით დანიშვნის, შტატგარეშე თანამშრომლებთან მიმართებით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვისა და სხვა საკითხების ჩათვლით;

სახელმწიფოს მიერ დაარსებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ქმედითი ანტიკორუფციული მექანიზმების შემუშავების მიზნით, საჭიროა დაიხვეწოს შიდა ანტიკორუფციული მექანიზმები;

კარგი მმართველობის სტანდარტების გათვალისწინებით, კანონით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შექმნის კრიტერიუმები;

უნდა გადაიჭრას სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა გაუმართლებლად მაღალი წილის პრობლემა;

უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების მიერ საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტური კონტროლი (პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ);

შესაბამისი უწყებები უნდა აგროვებდნენ და პროაქტიულად აქვეყნებდნენ საჯარო სექტორში შემავალი ორგანიზაციების შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის, მათი რაოდენობის, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურული ქვემდებარეობისა და სხვა საკითხების შესახებ”- აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრული ვერსია იხილეთ აქ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42