პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 16:00 საათზე პოლიტიკურ პარტიებს ელოდებიან. გიორგი მარგველაშვილთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაც.
პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია.
„ერთობა ახალი საქართველო“-ს თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს:
„დღეს აუცილებლად მივალ პრეზიდენტთან. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ცალსახად უნდა გამოიყენოს ვეტოს უფლება და უნდა მითითებული იყოს ყველა ის საკითხი, რომელზეც ოპოზიცია შეჯერდა თავის დროზე მასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული იმისთვს, რომ ეს პოზიცია რაც შეჯერებული იყო პრეზიდენტთან, კვლავაც იყოს ასე ვთქვათ თავის დონეზე. რაც შეეხება "ქართული ოცნების" ინიციატივას, ისინი არიან ჩიხში, რადგან უკვე ზღვარგადასულია ვენეციის კომისიის თვალშიც "ქართული ოცნების" თავნებობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკაშირდებით“, - აღნიშნავს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






