ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მშენებლობის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო
პოლიტიკა - 13:54, 28 Sep, 2017     683
დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიმართა თანამშრომლობის ფორუმი სახელწოდებით ,,პროფესიული უნარები მშენებლობისთვის-მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“.

ფორუმის ძირითადი მიზანი იყო სამშენებლო სექტორის დიალოგის გაძლიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახალი, მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად.

ფორუმის მონაწილეების წინაშე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ სამშენებლო პოლიტიკის ანალიზი წარმოადგინა.

„ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი. სამშენებლო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი და სწრაფად დინამიური სექტორი საქართველოში. მას საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში. ხელფასები მშენებლობის სექტორში გახლავთ უფრო მაღალი, ვიდრე სხვა სექტორში. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული უნარები ამ სფეროში გაძლიერდეს. ფორუმზე განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვანი საკითხებს, როგორიცაა ტენდენციები და პოლიტიკა სამშენებლო სექტორში, რესურსების ეფექტურობა მშენებლობაში, უნარ- ჩვევების განვითარება და დუალური პროფესიული სწავლება, მშენებლობის პოლიტიკა საქართველოში, ენერგოეფექტურობა მშენებლობის სექტორში და ა.შ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო შრომის უსაფრთხოების თემა, რადგან ვხედავთ ძალიან სავალალო შედეგებს რაც მოაქვს შრომის უსაფრთხოების საკითხების დარღვევას,“-აცხადებს ირმა ქავთარაძე.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ინიციატივითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით ჩატარდა.

,,ეს არის დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს შორის საქართველოში მშენებლობის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. სამშენებლო სექტორი ეკონომიკური ზრდის კუთხით მნიშვნელოვანი დარგია, ასევე დასაქმების კუთხითაც. ამ დარგს სწორი გამოცდილება სჭირდება. სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად“,- განაცხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორმა კატია კამერერმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო კომპანიები, საგანმანათლებლო დაწესებულებების (პროფესიული კოლეჯები და უნივერსიტეტები) წარმომადგენლები, სამშენებლო ფედერაციები, დამსაქმებელთა ასოციაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42