ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა დავით ნარმანიას ჯილდო გადასცა
პოლიტიკა - 13:52, 28 Sep, 2017     959
თბილისში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სპორტული ღონისძიებების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის, თბილისის მერს დავით ნარმანიას სპეციალური ჯილდო გადაეცა. დედაქალაქის მერს ჯილდო მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის პრეზიდენტმა ვალერი გიჟიცკიმ გადასცა.

სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია დღეს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“, მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. დავით ნარმანიამ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და თბილისის მერია მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას.

„კონფერენციაში, რომელზეც აქცენტი სპორტულ ტურიზმზე კეთდება, თბილისის მერიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერია, სპორტის სამინისტროსთან ერთად, ძალიან ბევრ რეგიონულ და ევროპული მნიშვნელობის ღონისძიებებს უჭერს მხარს, რათა სპორტული ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები ჩვენს ქალაქში ჩამოვიდნენ. მათი შემოსვლა პირდაპირ დაკავშირებულია ტურიზმის განვითარებასთან, მეტ შემოსავალთან და მეტი ადამიანის დასაქმებასთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში პირველად ტარდება. კონფერენცია სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ დღეს გაიხსნა და ხვალ დაიხურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42