პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 16:00 საათზე პოლიტიკურ პარტიებს ელოდებიან. გიორგი მარგველაშვილთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაც.
პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია.
„ეს კონსტიტუცია იმ სახით, რომლითაც მიღებულია არის მავნებლობა და შესაბამისად ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტს, რომ დაადოს ვეტო. მთელი ამ 8 თვის განმავლობაში, რაც კონსტიტუციაზე მიმდინარეობს მსჯელობა, უმრავლესობას ეწერა აბსოლუტურად არაკონსტრუქციული და არაკოლეგიალური პოზიცია, შესაბამისად ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, თუ როგორ იქცეოდა ის საკონსტიტუციო კომისიაშია, როგორ იქცეოდა ის პარლამენტში“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






