"პრეზიდენტმა რამდენიმე დღეში ე.წ. 20 პარტიასთან ერთად დაწერა ახალი კონსტიტუცია"- პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა - 12:21, 28 Sep, 2017     1243
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას საქართველოს პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენებს, ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება.

„ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს კონკრეტულად ის, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენოს მან ვეტოს უფლება. საქმე ეხება 2 საკითხს. ერთი არის ბონუსის ამოღება ახალი რედაქციიდან და მეორე არის, ბლოკების ერთჯერადად დატოვება. თუ ამ სახით გამოიყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, ეს იქნება ჩვენი ხედვით ყველაზე სწორი ნაბიჯი. ამით აღსრულდება ჩვენი და ვენეციის კომისიის შეთანხმება ძალიან მალე და ეს იქნება ძალიან კარგი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე ცოტა ხნით ადრე წარმართულ პროცესებს დადებითად ვერ შეაფასებს.

„დადებითად ვერ შევაფასებ იმ პროცესებს, რომელიც წარიმართა კონსტიტუციის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე. რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა ე. წ. 20 პარტიასთან ერთად დაწერა ახალი კონსტიტუცია. ჩვენ გვედავებოდნენ იმას, რომ ნაჩქარევად მოვამზადეთ თითქოს დოკუმენტი, ამ დროს თვითონ 3-4 დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტმა და ე. წ. 20 პარტიამ. ეგრეთწოდებულს ვამბობ იმიტომ, რომ საქართველოში ყველამ ვიცით, თქვენც დამეთანხმებით 20 პარტია საერთოდ არ არსებობს. ეს არის თან შერაცხული „ თანხმობის დოკუმენტად“ მაშინ, როდესაც ჩვენს დოკუმენტს მხარს უჭერს 150-დან 117 დეპუტატი, 8-დან 5 საპარლამენტო პარტია, მეორე მხარეს დგას პრეზიდენტი თავის 20 პარტიასთან ერთად ანუ ოპოზიცია, რომელსაც აქვს თავისი სუბიექტური ინტერესები და მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტს უწოდებენ „თანხმობის დოკუმენტს“. ბუნებრივია, ამას ჩვენი მხრიდან პოზიტიური შეფასება ვერ ექნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42