ადგილობრივმა მედიამ, კი ბავშვები და თავად პედაგოგი ნათელა ღლონტი სააგიტაციო დროშებით დააფიქსირა.
ღლონტმა ახსნა-განმარტება სკოლის დირექციას უკვე ჩააბარა. დოკუმენტს დისციპლინური საბჭო სწავლობს.
მომხდარ ფაქტზე სკოლის დირექტორი და ხატვის მასწავლებელი განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
ლეილა ღლონტი ირწმუნება, რომ მოსწავლეებმა "ქართული ოცნების" დროშა ქუჩიდან მოიტანეს. სკოლის დირექტორი კი აცხადებს, რომ მასწავლებელმა გამოკითხვისას თქვა, რომ სააგიტაციო დროშა "ფონის გასალამაზებლად მიიტანა".
"არცერთი პოლიტიკური პარტიაში არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. ჩვეულებრივი მასწავლებელი ვარ და ვაკეთებ ჩემს საქმეს"- განაცხადა მასწავლებელმა.
ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ჯულიეტა ჯინჯოლავას თქმით, ხელოვნების პედაგოგმა, ნათელა ღლონტმა ახსნა-განმარტება სკოლის დირექციას ჩააბარა და ის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა განიხილოს.
"პედაქგოგი ამბობს, რომ დროშები ქუჩაში სკამზე ელაგა და მან ის ფონის გასალამაზებლად გამოიყენა"- თქვა დირექტორმა.
მასალის გამოყენების პირობები






