RMG-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ “სპექტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 11:18, 28 Sep, 2017     834
RMG-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ “სპექტრს” შორის გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმზე ხელი კომპანია RMG-ს სახელით კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა და საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ RMG-ს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების მიზნით, კოლეჯი „სპექტრის“ და მისი აკადემიური პერსონალის მიერ შემოთავაზებული იქნება, მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო პროგრამები.

„კომპანია RMG აქტიურად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჩვენი მიზანია, ყველა კადრი ვუზრუნველყოთ შესაბამისი განათლებით, რაც თავის მხრივ ჩვენს თანამშრომლებს მისცემს იმის გარანტიას, რომ მომავალში შეუცვლელნი იქნებიან ჩვენი კომპანიისათვის.“ – განაცხადა RMG-ს კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

ამასთან, დოკუმენტის გათვალისწინებით, RMG-ის წინაშე არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესაბამისად პერიოდულად მოხდება სხვადასხვა პროფესიების თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება და შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადება.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა კომპანია RMG-სთან. ვთვლი, რომ ასეთი ტიპის ცივილური კომპანიები საქართველოში არ არის ბევრი. RMG ზრუნავს თავისი თანამშრომლის გადამზადებაზე და განვითარებაზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანია ვითარდება და ზოგადად ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა.“ – აღნიშნა კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42