საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომებისა და თავმჯდომარე/მოადგილე/მდივნის არჩევის პროცესის შესახებ ცესკო ინფორმაციას ავრცელებს
პოლიტიკა - 21:17, 27 Sep, 2017     1237
2017 წლის 19, 20 და 21 სექტემბერს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართა. სხდომები, ყველა - 3,634 უბანზე ჩატარდა

კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ სხდომებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კომისიების თავმჯდომარე/მოადგილე/მდივანი აირჩიეს.

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები წარიმართა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. 13 ადგილობრივი და 3 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები 58 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ 950-მდე უბანში (საარჩევნო უბნების 26%) აკვირდებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომების მიმდინარეობას. სხდომებს ასევე ესწრებოდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ხოლო რამდენიმე საარჩევნო უბანში სხდომის პროცესი გააშუქეს მედიასაშუალებებმაც.

უფლებამოსილი პირების მიერ არცერთი გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის შესახებ არ გასაჩივრებულა. გასაჩივრდა მხოლოდ ერთი სხდომის ოქმი (ოქმის შევსების წესისა და შინაარსის დარღვევის გამო), შედეგად, შენიშვნა გამოეცხადათ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის (კრწანისის #19 საუბნო საარჩევნო კომისია) თავმჯდომარესა და მდივანს.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, 13 წევრიანი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ უფლებამოსილი პარტიები. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობიდან ხელმძღვანელ პირებად არჩევის უფლებრივი შესაძლებლობა და პირობები თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ წევრზე, გარდა იმ შემთხვევისა, რომ კომისიის ხელმძღვანელი პირები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები. თავმჯდომარის/მოადგილის/მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს და გადაწყვეტილება მიიღება სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კონკურსის წესით არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან, კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს 3,410 პირი (94%), მოადგილედ - 3,123 (86%), ხოლო მდივნის პოზიციაზე - 3,235 (89 %).

რაც შეეხება უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, მათგან თავმჯდომარე/მოადგილე/მდივნის პოზიციაზე არჩეულ პირთა სტატისტიკა შემდეგია:

3, 634 საუბნო საარჩევნო კომისიის 47 147 წევრიდან 33, 659 (71.4%) არის ქალი და 13, 488 (28. 6%) კაცი. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევების შედეგების გენდერული სტატისტიკა შემდეგია:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42