სერბი რეჟისორის ემირ კუსტურიცას საქართველოში დაგეგმილ ჩამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კომენტარს აკეთებეს.
კუსტურიცა 2009 წელს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სწორედ ამიტომ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ შესაბამისი უწყებები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ:
„ჩვენ, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში, ახლაც ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“ - აღნიშნა შს მინისტრმა.
კუსტურიცა, თბილისს, ფოლკ-როკ ჯგუფის The No Smoking Orchestra-ს შემადგენლობაში გიტარისტის სტატუსით ეწვევა. ამის შესახებ ჯგუფის ოფიციალურ გვერდი იტყობინება. მსოფლიო ტურნეს ფაგლებში, 2017 წლის 8 დეკემბერს საქართველოა მონიშნული.
აღსანიშნავია, რომ ემირ კუსტურიცა, ოკუპირებულ რეგიონებში ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერია.
2008 წელს ის რუსეთის შეთავაზებას დათანხმდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, აგვისტოს ომის შესახებ ფილმი გადაეღო და 2009 წელს, ოფიციალური მოსკოვის მიწვევით, ოკუპირებულ რეგიონშიც იმყოფებოდა.
მიმდინარე წელს კი ანექსირებულ ყირიმში The No Smoking Orchestra ერთად კონცერტები გამართა.
აღნიშნულის გამო უკრაინამ კუსტურიცა „შავ სიაში“ შეიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები






