„24 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სოხუმი დაეცა, დღევანდელი დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში საკმაოდ ტრაგიკულია. სწორედ ამ დღეს, გმირულად დაიღუპა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ რათა პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას“ -განაცხადა რუსთავის მერმა
დღესვე, ქალაქის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა შარტავას გამზირზე ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ძეგლი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლა 13 თვისა და 13 დღიანი ბრძოლის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ამავე დღეს, რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ოცდაათამდე თანამებრძოლთან ერთად, დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას. ჟიული შარტავას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 90 -მდე რუსთაველი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






