მმართველმა გუნდმა მიწის გაყიდვის შეზღუდვის ჩანაწერი მე-3 მოსმენის წინ შეცვალა?- "მიხვდნენ, რომ დიდ სისულელეს სჩადიოდნენ"
პოლიტიკა - 13:39, 27 Sep, 2017     1323
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის თქმით პარლამენტმა გუშინ კონსტიტუციის მიღებისას უკანონობა ჩაიდინა, რადგან ნაცვლად რედაქციული ხასიათის ცვლილებისა, კანონპროექტში არსებითი ხასიათის ცვლილება შეიტანა. დეპუტატის თქმით ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში მიწის გაყიდვის შეზღუდვასთან დაკავშირებით მითითებული იყო „მიწა“ მესამე მოსმენის წინ კი უკვე მითითებული იყო „სასოფლო-სამეურნეო მიწა“

როგორც ენმ-ს წევრი დეპუტატი აღნიშნავს, თავდაპირველად მმართველმა გუნდმა ამ ნაბიჯით ე.წ „მარშისტების“ გულის მოგება სცადა, თუმცა შემდეგ მიხვდნენ რომ დიდ სისულელეს აკეთებდნენ. მიუცედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში ცვლილება იმ სახით არ შევიდა, როგორც „მარშისტებს“ სურდათ, გოცირიძე ამ ფაქტს კანონდარღვევად მიიჩნევს:

„კონსტიტუცია კანონდარღვევით იქნა მიღებული!

გუშინ, კონსტიტუციის მიღებისას, პარლამენტმა აშკარა უკანონობა ჩაიდინა. ნაცვლად რედაქციული ხასიათის ცვლილებისა, არსებითი ხასიათის ცვლილება შეიტანა კანონპროექტში. თანაც როგორი: თუ ორივე მოსმენით მიღებულ და გამოქვეყნებულ დოკუმენტში შეზღუდვებში ეწერა ”მიწა”, მესამე მოსმენისას წინ წაუმატეს სიტყვა ”სასოფლო-სამეურნეო”, ანუ შეზღუდვები ეხება არა ყველა კატეგორიის მიწას, არამედ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისას.

ეს არის სერიოზული კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ გამოსწორდა თავდაპირველი აბსურდული ჩანაწერი.

როგორც ჩანს, თავიდან მარშისტების, პირადი მოძღვრებისა თუ კიდევ სხვების გულის მოგება უნდოდათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ დიდ სისულელეს სჩადიოდნენ.

კეთილი ინებონ და დატოვონ ისე, როგორც წესია და სასწრაფოდ დაიწყონ ამ შეცდომის გამოსწორების კანონით განსაზღვრული პროცედურები.

დრო დაიკარგება? ამათ ხელში დრო ისედაც დაკარგულია.

საჭიროა გამოძიების დაწყება აღნიშნულ ფაქტზე.“- წერს რომან გოცირიძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42