პრეზიდენტმა სოხუმის მერს, გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
პოლიტიკა - 13:17, 27 Sep, 2017     1497

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, მათ ხსოვნას პატივი მიაგო და მებრძოლთა ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის ქალაქ სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა.
"დღეს ეროვნული გლოვისა და დიდი ტრაგედიის დღეა. 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. მაშინ არაერთმა გმირმა ქართველმა შესწირა სიცოცხლე სამშობლოს დაცვას.
დღეს ჩვენ განსაკუთრებით გამოვყოფთ იმ ადამიანის ღვაწლს, რომელიც სეპარატისტებმა 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოაქციეს და დახვრიტეს, რომელიც წელგამართული შეეგება სიკვდილს, რომელსაც უბრძანეს, რომ დაჩოქებულიყო, მისი პასუხი კი იყო - არასოდეს!
დღეს ჩვენ გამოვყობთ სოხუმის მერის, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას ღვაწლს, ვიხსენებთ მას იმ დიდ ტკივილთან ერთად, რომელიც დღეს ყველას გვაერთიანებს, გვაერთიანებს სიამაყეც და ზეიმიც მისი უტეხი სულისა.
დღეს ჩვენ მას ვაჯილდოვებთ ჩვენი სამშობლოს უმაღლესი ჯილდოთი. ეროვნული გმირის წოდებით და ამ წოდებას გადავცემთ მისი ოჯახის წევრებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42