"ეს იყო ომი აფხაზებისა და ქართველების წინააღმდეგ, ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს"- კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 12:28, 27 Sep, 2017     891
საქართველოს პრემიერ მინისტრი სოხუმის დაცემის 24 წლისთავს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა ქართულ და აფხაზეურ ენებზე გამოქვეყნდა:

„1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღეს 24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. ეს არის დღე, რომელიც ომის დამანგრეველ და გამანადგურებელ ძალას გვახსენებს.

ამ ომში ქართველებმა და აფხაზებმა აუნაზღაურებელი დანაკარგი განვიცადეთ. ეს იყო ძმათამკვლელი ომი, უდიდესი მსხვერპლითა და ოკუპირებული ტერიტორიებით. ასობით ათასი ადამიანი საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად იქცა.

ეს იყო ომი აფხაზებისა და ქართველების წინააღმდეგ. ეს იყო ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. ჩვენ გვახსოვს ომი და ყოველთვის გვემახსოვრება იგი, როგორც უმძიმესი გამოცდილება ქართველებისა და აფხაზებისთვის.

ამ ომს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.

ბოლო 24 წლის განმავლობაში სწორედ მათი ბრძოლა და თავგანწირვა იყო მაგალითი იმ ბიჭებისთვის, რომლებსაც შემდეგში, სამწუხაროდ, არაერთხელ მოუწიათ ქართული მიწისთვის თავდადება. ჩვენ ვამაყობთ მათით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აღარ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები.

ჩვენ ომმა გაგვყო, მაგრამ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ, აღვადგინოთ ის ძმობა და სიყვარული, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს ყოველთვის აკავშირებდა, აღვადგინოთ ნდობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია წინსვლა.

მინდა დავარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ერთიანი ძალით ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელშიც ჩვენი შვილები თანხმობითა და კეთილდღეობით იცხოვრებენ. ჩვენ შეგვიძლია ერთად შევქმნათ უკეთესი ქვეყანა.“- ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42